დღეს, 22 ივლისს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ეროვნული პარკის ბიზნესპარტნიორების სერვისის გაუმჯობესების ტრენინგი დასრულდება.
სასწავლო წვრთნას რეგიონში არსებული სასტუმროების და საოჯახო სასტუმროების, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან. სასწავლო წვრთნა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.
ტრეინინგის მიზანია რეგიონში არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და ახალი სერვისების დანერგვა.
ტრენინგი 21 ივლისს დაიწყო.