დღეიდან, 22 ივლისიდან, თბილისი-ნიქოზის სარკინიგზო მარშრუტს მოდერნიზებული მატარებელი შეასრულებს. მატარებლის ახალი შემადგენლობის პრეზენტაცია გორის რკინიგზის სადგურში მოეწყობა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერანტორი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ძველი მატარებელი დადიოდა, რომელიც სარკინიგზო მაგისტრალის გაუმართაობის გამო ნიქოზამდე მისვლას ვერ ახერხებდა.
რკინიგზის დეპარტამენტის ფინანსური დახმარებით რამდენიმე თვის წინ მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთი აღდგა და მატარებელს ნიქოზამდე მისვლის საშუალება მიეცა.