საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ციტრუსების ხარისხით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი ჯიშები უნდა შემოიტანოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"გასულ წელს ამოვქაჩეთ ყურძნის და ციტრუსის მოსავლი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს მანდარინები დისტროფირებულია, დამახინჯებულია. ახალი ჯიშებია შემოსატანი და ამ კუთხით რასაც აკეთბთ, მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველგან უნდა ვიპოვოთ ნიშა", - განაცხადა სააკაშვილმა.