6 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში~ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწყობს პრეზენატაციას თემაზე "სამედიცინო განათლების რეფორმა საქართველოში~.
კონფერენციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და ევგროკავშირის ელჩი საქართველოში პერ ეკლუნდი გახსნიან.
პრეზენტაცია ფინანსდება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის ევროკავშირის "პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის~ ფარგლებში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საქარველოში სამედიცინო განათლების რეფორმის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფას.
პრეზენტაციის მიზანია სამედიცინო განათლების რეფორმის სამედიცინო პროფესიული ორგანიზაციების, სამედიცინო პროფილის უმაღლესი სასწავლებლების, სამედიცინო დაწესებულებების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის წარდგენა.