საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ევროპული კონსტიტუციის პარალეურად, ყველაზე უფრო ლიბერალურ ეკონომიკურ მოდელზე გადადის, რაც თავისთავად ეკონომიკის განვითრებას ხელს უწყობს. ამიტომ, პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავრობას ჩინოვნიკების ნაცვლად შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანები სჭირდება.
"ჩვენ გვჭირდება ძალიან პროაქტიული მუშაობა, იმ პირობეში, როდესაც საქართველო კონსტიტუციის ევროპულ მოდელზე გადადის, რაც თავისთავად ეკონომიკის განვითრებას ხელს უწყობს. ევროპული კონსტიტუციის პარალეურად გადავდივართ ყველაზე უფრო ლიბერალურ ეკონომიკურ მოდელზე, რაც შეიძლება არსებობდეს თანამედროვე მსოფლიოში. ამიტომ გვჭირდება არა ჩინოვნიკები, არამედ ძალიან შემოქმედებითად მოაზროვნე ხალხი", - აღნიშნა სააკაშვილმა.