საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს. მისი თქმით, მოსალოდნელი ეკონოიკის 5-6%-ით ზრდა, რაც მისი თქმით, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ამის შესხებ მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მინისტრ ბაკურ კვეზერელთან ერთად პრემიერი ნიკა გილაურიც იმყოფებოდა.
"წელს ეკომომიკური ზრდა მოსალოდნელია საქართველოში დახლობით 5-6%, ეს არის ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში და რეგიონში არსებულ მდგომარეობას. მომვალ წელს, იმედია განვითრების ძველ რიტმს დავუბრუნდებით, რომელმაც უნდა გვაქციოს "ევროპული სინგაპურად" ეკონომიკური თვალსაზრისით", - განაცხადა სააკაშვილმა.
მანვე, "სინგაპურიზაციის" მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პირველ რიგში, ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
"სინგაპურად ქცევა, რა თქმა უნდა, ეს არის მთლინი პროცესი, მაგრამ ჩვენ უნდა გავიდეთ იმ მაჩვენებლებზე, როცა ყოველწლიურად საქართველო მიუახლოვდება ორნიშნა ზრდას ეკონომიკის, ინვესტიციების ზრდის კუთხით, ჩვენი ეკონომკის ყველა დონის, განათლების, მოდერნიზაციის პირობებში და რა თქმა უნდა, "სინგაპურიზაცია" ნიშნავს სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენი ხალხის მეტ კეთილდღეობას და იმის საშუალებას, რომ კეთილდღეობისთვის მართლა მნიშვნელვანი ნაბიჯები გადავდგათ წინ და ამ რეგიონში სამაგალითო ქვეყნად ვიქცეთ. მაგრამ ჩვეულებრივი მუშაობით ეს არ გამოვა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.