დღეს, 6 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან (EC) თანამშრომლობით იწყებს მოხალისეობრივ ინიციატივას _ მწვანე უნივერსიტეტი.
პირველ ეტაპზე ინიციატივა გულისხმობს თბილისის უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობას ნარჩენი ქაღალდის მეორადი გადამუშავების აქციაში. რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში მოხდება მაკულატურის შეგროვება მისი შემდგომი მეორადი გადამუშავების მიზნით.
CENN-მა, თავის მხრივ, 2007 წლის სექტემბერში საფუძველი ჩაუყარა ახალ _ მწვანე ოფისის კამპანიას, რომელშიც 36 ორგანიზაცია მონაწილეობს. ყოველი თვის ბოლოს ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხნის წარმომადგენლები და CENN აგროვებენ მწვანე ოფისის კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციებში ნარჩენ ქაღალდს მისი მეორადი გადამუშავების მიზნით.
შეხვედრას, გახსნის საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი. ასევე გაიმართება მწვანე უნივერსიტეტის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.