იტალიური კლუბ "მილანის" პრეზიდენტმა და მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმა კლუბიდან ბრაზილიელი ფეხბურთელის რონალდინიოს შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.
"რონალდინიო არ იყიდება. მე დიდი ხანია მასთან პირადი შეხვედრა არ მქონია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე მასთან ახლა კონტრაქტს გავაფორმებთ კლუბში მისი კარიერის დასრულებამდე დარჩენასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ფეხბურთის ისტორიაში იგი ყველაზე საუკეთესო მოთამაშეა", - განაცხადა ბერლუსკონიმა.
მისვე თქმით, რონალდინიო კლუბის სიმბოლოა და მას მთელი მოედნის აღება მარტოსაც კი შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ სპორტული გამოცემები ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრი, 30 წლის რონალდინიო შესაძლოა "მილანიდან" სხვა კლუბში გადავიდეს. "მილანში" თამაშის დროს მას 65 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი.