დღეს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის განმორებითი შეხვედრა გაიმართბა. საქართველოს ჩემპიონი, რუსთავის "ოლიმპი" ყაზახეთის ჩემპიონ "აქტობეს" დაუპირისპირდება. მატჩი რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელ მატჩს რუსთაველები სრული შემადგენლობით ხვდებიან. ამასთან "ოილმპმა" "ვიტ ჯორჯიასგან" 5 ფეხბურთელი დაიმატა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, რომელიც ყაზახეთში ჩატარდა "აქტობეს" სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. რუსთაველებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სამბურთიანი ჰანდიკაპით გამარჯვება ესაჭიროებათ. იმ შემთხვევაში თუ რუსთაველები ანგარიშით 2:0 - ზე გაიმარჯვებენ, დამატებით დრო დაინიშნება.