6 ნოემბერს, 13:00 საათზე, ტელეკომპანია "საქართველო" გამართავს პროექტის "ნატო: საწყისები, რეალობა, პერსპექტივები" პრეზენტაციას.
პრეზენტაციას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, ნატოს წარმომადგენელი კავკასიაში ზბიგნევ რიბაცკი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.