ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს. ქვეყნის კანცლერი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, 31 წლის, სებასტიან კურცი გახდა.
ახალი მთავრობის ფორმიერება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კურცის „სახალხო პარტიამ“ ულტრა-მემარჯვენეებთან კოალიცია შექმნა.
ოქტომბერში გამართულ არჩევნებში კურცის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 32% მიიღო, ულტრა-მემარჯვენეებმა კი ხმათა 26% მოიპოვეს.