პავლე კუბლაშვილმა, ლაშა თორდიამ და კახა ანჯაფარიძემ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი მორიგი ცვლილებების პროექტი მოამზადეს. კანონპროექტი პარლამენში დღეს იქნა ინიცირებული და ამის გამო მათ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისგან შენიშვნა დაიმსახურეს.
"სისხლის სამართლის კოდექსი ერთხელ დაწერეთ თავიდან და თქვენც დაისვენებთ და ჩვენც. ხომ არ შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება ყოველ კვირას შედიოდეს", - განაცხადა მიხიელ მაჭავარიანმა და პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს დაავალა გააკეთოს სტატისტიკა თუ ამ ჯგუფმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით პარლამენტს რამდენი პროექტი წარუდგინა.
კანონპროექტი პარლამენტში დღეს იქნა ინიცირებული. შესაბამისად მისი განხილვა საშემოდგომო სესიიდან დაიწყება. რაც შეეხება თავად ცვლილებებს, როგორც კანონპროექტის ერთ ერთი ავტორი ლაშა თორდია განმარტავს, ეხება გარკვეულ სისხლის სამართლის დანაშაულებებზე სასჯელის შემიცრებას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა დანაშაულს ეხება და სასჯელი როგორ შემცირდება.