ჩილეში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე-ცენტრისტთა კანდიდატმა, მილიარდერმა სებასტიან პინიერამ გაიმარჯვა. ის პრეზიდენტად 4 წლის ვადით აირჩიეს. პინიერამ ხმათა 54 პროცენტი მიიღო, მის კონკურენტს, მემარცხენე-ცენტრის ალეხანდრო გილიერას კი ხმა ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა მისცა. სებასტიან პინიერა ჩილეს პრეზიდენტი 2010-2014 წლებშიც იყო.