2010 წლის ექვს თვეში სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურმა სურსათის 72 ნიმუში შეამოწმა. მონიტორინგის შედეგად სამსახურმა 16 კომპანია დააჯარიმა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებში შემოწმდა რძე და რძის ნაწარმის- 50 ნიმუში, მათ შორის რძის - 27 ნიმუში, ხაჭოს 5 ნიმუში, არაჟანის - 10 ნიმუში და მაწონის - 8 ნიმუში. ექბსი თვის განმავლობაში შემოწმდა ასევე მზა კერძების 7 ნიმუში, მზესუმძირის ზეთის - 5 ნიმუში, შოკოლადის ფილის 5 ნიმუში და სასმელი წყალის - 5 ნიმუში.
სურსათის ნიმუშების უვნებლობისა და ხარისხის (მ.შ. ფალსიფიკაციის) პარამეტრებზე ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით და ეტიკეტირების წესების დარღვევის გამო 16 კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.
სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ~ საქართველოს კანონის 361 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა 5 ობიექტის სრული სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური მასალის შემოწმება, პერსონალის პირადი ჰიგიენის შემოწმება, სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა).
2010 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, სხვადასხვა დასახელების სურსათის ორგანოლეპტიკური შეფასების საფუძველზე მავნებლად ჩაითვალა და გაიცა 40 ბრძანება მავნებელი სურსათის განადგურების თაობაზე. განადგურების მიზეზს ძირითადად არადამაკმაყოფილებელი ორგანოლეპტიკური მდგომარეობა წარმოადგენდა.
"სასურსათო პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის~ 2010 წლის სახელმწიფო მიზნოექვს თვეში სურსათის უვნებრივი პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციო ქსელში სურსათის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი, მავნებელი, უხარისხო და ფალსიფიცირებული სურსათის გამოვლენა და დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება, 2010 წლის 6 თვეში მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილიში.