კომიტეტის მიერ განხილვის შედეგად რა სახითაც ჩამოყალიბდა მეთვრამეტე მუხლის მეორე პუნქტის პროექტი, ვფიქრობთ, რომ პოზიტიური და ყველა შემთხევაში წინგადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„კომიტეტის მიერ განხილვის შედეგად რა სახითაც ჩამოყალიბდა მეთვრამეტე მუხლის მეორე პუნქტის პროექტი, ვფიქრობთ, რომ პოზიტიური და ყველა შემთხევაში წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ 1995 წლის კონსტიტუციის შესაბამის ნორმებს ბევრად უკეთ არეგულირებს და რაც ყველაზე მთავრია, ეს არის დაბალანსებული ვარიანტი, 1995 წლის კონსტიტუციის ნორმებთან შედარებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიგვაჩნია, რომ ეს კარგი საწინდარი იქნება, წარმატებით იქნას მიღებული ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელიც მომზადებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ და იმავდროულად, ეს იქნება კარგი შესაძელბლობა, თუნდაც ევროპინტეგრაციის თვალსაზრისით და ვიზალიბერალიზაციის პროცესში ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების პროგრესისთვის“,–განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მოწინააღმდეგეები საპარლამენტო უმრავლესობაშიც ჰყავს. ოპონენტები აცხადებენ, რომ ცვლილების არსებული სახით მიღება კიდევ უფრო გაართულებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.