დღეს, 6 ნოემბერს, 10:30 საათზე, გიორგი ბარამია და დალილა ხორავა ჩუღურეთის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს მოინახულებენ და სამედიცინო Hჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ.
487 აფხაზეთიდან დევნილს, უფასო ამბულატორიულ გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ექიმები ჩაუტარებენ და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფენ. ხვალვე დევნილებსAამერიკული ორგანიზაცია ჩაუნტერ Pარტ Iნტერნატიონალ-ის მიერ გამოყოფილ ჰუმანიტარული დახმარებაც გადაეცემათ.
პროგრამის მიზანია დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, პრევენციული ღონისძიებების ჩატარება და დროული მკურნალობა. აღნიშნულ ობიექტებზე სამედიცინო გამოკვლევების აუცილებლობა დევნილთა მძიმე სოციალურმა პირობებმა და მათმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა.
დევნილი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების პროგრამა აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ჩუღურეთის რაიონის კომპაქტურად ჩასახლებელ (პროფტექნიკური სასწავლებელი, ტუბდისპანსერის ორი კორპუსი და აჭარის #10) დევნილ მოსახლეობას სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ორი დღის მანძილზე ჩაუტარდებათ.
აფხაზეთის მთავრობა მსგავსი სახის პროგრამების განხორციელებას თბილისის სხვა რაიონებშიც გეგმავს.