ხვალ, 21 ივლისს, ფესტივალ "არტ-გენის" ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.
12:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-იდან 18:00 საათამდე მცირე სცენაზე იგეგმება კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: რაჭა: ონის რაიონის ანსამბლი "რაჭა"; სოფელ გლოლის ანსამბლი "ბუბა"; ამბროლაურის რაიონის ანსამბლი "კაკოსანები" , "საგალობელი"; აჭარა: ქობულეთის კულტ. ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ქობულეთი"; სახალხო მთქმელი აარონ დიასამიძე; ქედის ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" ; ხულოს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი; სახალხო მთქმელი ამირან გეგიძე; სახალხო მთქმელი რევაზ ფევაძე; ჩონგურზე შემსრულებელი ბესიკ ტარიელიძე; ხელვაჩაურის რაიონის ანსამლი "ათძალი"; 21:00-იდან 23:00 საათამდე კი გაიმართება კონცერტი ნათელა ხომერიკისა და "33ა"-ს მონაწილეობით.
20 ივლისიდან ფესტივალმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლა. ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში 25 ივლისამდე გაგრძელდება.