სეტყვისგან დაზარალებული გლეხები ყურძნის ჩაბარებისას შეღავეთით ისარგებლებენ, _ ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ყვარელში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ყვარლისა და თელავის რაიონის ზოგიერთ სოფელს. ჩვენ უკვე გავაკეთეთ აღრიცხვა და ვიცით რომელ სოფლებზე იქნება შეავათები იმ კუთხით, რომ ეს დაზიანებული ყურძენი წავა გადამუშავებაში კონცენტრანტად, რომ ღვინის ხარისხზე არ აისახოს. წვენად გადამუშავდება, რაც პრობლემას არ წარმოადგენს", _ განაცხადა კვეზერელმა.
მისივე თქმით, სამინისტროს 10 დღეში ექნება ზუსტი მონაცეები მოსავლის მოცულობის, რის შემდეგაც ზუსტად გაიწერება ბიუჯეტი და ის მოცულობები, რომლებიც ამა თუ იმ ქარხანში დაბინავდება და გაფრთხილებული იქნება მოსახლეობა ამ მოცულობების შესახებ, სად რა გადამუშავება იქნება ჯიშების მიხედვით.