დღეს, 6 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს რკინიგზა "მგზავრთა გადაყვანის~ 22 თანამშრომელს საცხოვრებელი ბინების შესაძენად, პრემიის სახით 25-მაგი ოდენობის ხელფასს გადასცემს. იმ შემთხვევაში, თუ მემენქანეებს თანხა ბინების შესაძენად არ ეყოფათ, შპს "საქართველოს რკინიგზის~ შუამავლობით ისინი დამატებით საქართველოს ბანკისგან დაბალპროცენტიან, გრძელვადიან იპოთეკურ სესხსაც მიიღებენ.
შპს "საქართველოს რკინიგზამ~ მემანქანეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სოციალური პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო, რომლის მეშვეობითაც, რკინიგზელები ბინებით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს რკინიგზამ მემანქანეები და ზეინკლები სტაჟისა და დამსახურების მიხედვით შეარჩია. მიმდინარე წელს თბილისელ მემანქანეებთან ერთად საცხოვრებელი ბინების შესაძენად, პრემიას ხელფასის 25-მაგი ოდენობით ქუთაისის სალოკომოტივო დეპოს 4 და სამტრედიის დეპოს 3 თანამშრომელი მიიღებს.
შეგახსენებთ რომ შპს "საქართველოს რკინიგზამ~ 2009 წლის სექტემბერში ამ პროექტის ფარგლებში თბილისის სალოკომოტივო დეპოს 22 მემანქანეს, ხაშურის დეპოს 6 და სამტრედიის დეპოს 5 თანამშრომელს უკვე გადასცა პრემიის სახით 25-მაგი ოდენობის ხელფასი.