დღეს, "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრმა თეა თუთბერიძემ დიმიტრი შაშკინის და სხვა განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. თუთბერიძის განმარტებით, განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაძემ #14 სკოლის დირექტორი ზვიად მიმინოშვილი თავის კაბინეტში ორჯერ დაიბარა, სადაც დიმიტრი შაშკინის სახელით მოუწოდებდა დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო. თუთბერიძის განმარტებით არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელიც მან მიმინოშვილსგან ფარულად გააკეთა და სადაც ნათლად ისმის თუ როგორ მოუწოდებს ანდრიაძე მიმინოშვილს თანამდებოის დატოვებას მინისტრის სახელით. ამის შესახებ თუთბერიძემ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც თუთბერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი მზადაა აღნიშნული ჩანაწერი ექსპერტიზაზე წარადგინოს და იმ შემთხვევაში თუ იგი ფაბრიკაცია აღმოჩნდება, მზად არის პასუხი აგოს.
"მზად ვარ ეს ჩანაწერი ექსპერტიაზმ შეამოწმოს და იმ შემთხვევაში თუ ყალბი აღმოჩნდება პასუხს სამართლებრივად ვაგებ". - განაცხადა თუთბერიძემ.
თუთბერიძის მტკიცებით, ზვიად მიმინოშვილის გათავისუფლებამდე #14 სკოლაში სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ორკვირიანი შემოწმება ჩაატარა, თუმცა, დარღვევები არ აღმოუჩენია. მას შემდეგ კი, რაც მიმინოშვილი ანდრიაძემ სამინისტროში დაიბარა, მსგავსი დარღვევები მაინც "აღმოჩნდა" და მიმინოშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თუთბერიძე მთავარ პროკურატურას მოუწოდებს საქმის დეტალებით დაინტერესდეს და საქმეში პასუხისმგებელ პირებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრას.