მიმდინარე წლის ექვს თვეში ღვინის ექსპორტი წინა წლებთან შეადრებით 50% გაიზარდა, _ ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ყვარელში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თუ შარშან ამ მომენტისთვის ექსპორტზე გატანილი იყო 4 მლნ ბოთლი ღვინო. წელს უკვე გაგზავნილია 6 მლნ ბოთლი.
"ამავდროულად ჩვენი გეოგრაფიაც იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე გვაქვს ისეთი ხარისხის ღვინო, რომ შეგვიძილია იმ ქვეყნებში გავიტანოთ, სადაც არის ბუნებრივი მონოპოლიები ალკოჰოლურ სასმელებზე, ეს არის შევედეთი, ფინეთი, კანადა. უკვე კონკურენტუნარიანია ჩვენ ღვინო ბერ სხვა ღვინისთან მიმართებაში, მათ შორის დასავლურ ევროპულ ღვინოებთან", _ განაცხადა კვეზერელმა.