საქართველოს მიგრაციის თვალსაზრისით დადებითი ბალანსი აქვს, _ ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში უფრო მეტი ხალხი ბრუნდება ვიდრე მიდის.
"ჩვენ გვააქვს დადებითი ბალანსი მიგრაციის და ახლაგაზრდობა აღარ მიდის ქვყნიდან. ვარდების რევოლუცის შემდეგ საქართველოში უფრო მეტი ხალხი ბრუნდება ვიდრე მიდის. ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან დალხენილი ცხოვრება გვაქვს, უბრალოდ ახალგაზრდობამ დაიწყო თავისი ადგილის პოვნა საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა.