საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრის 1-ელი მოადგილის პოსტზე არჩილ კეკელიას დანიშვას მიესალმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა კახეთში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ის ხალხი ვინც არ ამართლბს სხვა ხალხით უნდა ჩავანაცვლოთ. მე მივესალმები, რომ ეკონომიკის სამინისტროში გაქსუებული გობეჯშვილის ნაცვალდ დაინიშნა არჩილ კეკელია, რომელმაც ლონდონის ბიზნეს სკოლა დაამთავრა. გამოცდილება მიიღო ინგლისში საინვესტიციო ბანკებში და დაბრუნდა საქართველოშო", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უცხოური დიპლომი წარმატების გარანტი არ არის თუმცა თუმცა პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უწოდა ტენდენციას, როდესაც "კარგი კადრი უკან ბრუნდება და თავის ენერგიას სამშობლოს ახმარს".
"რა თქმა უნდა, არც უცხოური დიპლომი არაფრის გარანტია არ არის და ეს მთავრობის აპარატის მაგალითზეც ვისწავლეთ, მაგრამ ბევრი კარგი კადრი, როცა ბრუნდება უკან და თავის სამშობლოს ახმარს თავის ენერგიას ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სააკაშვილმა