ხვალ, 21 ივლისს, 09:20 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სასტუმრო "თბილისი მარიოტის" წვეულებათა დარბაზში გახსნის სემინარს თემაზე "როგორ გავზარდოთ საქართველოს ექსპორტი სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში და როგორ დავაკმაყოფილოთ აშშ-ის იმპორტის სტანდარტები და მოთხოვნები სოფლის მეურნეობის დარგში".
აღნიშნულ სემინარს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) შესაბამისი სამთავრობო, სავაჭრო ასოციაციებისა და მწარმოებელი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მართავს. ანალოგიური სემინარები, სექტორული შეხვედრები და საიტ-ვიზიტები თბილისის გარდა ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება.