დაღესტანში დაკავებული თვითმკვლელი ტერორისტი ივლისში მოსკოვში ტერაქტის მოსაწყობად აპირებდა ჩასვლას.
ამის შესახებ ინფორმაციას "ვზგილიადი" ძალოვანი უწყებაში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ამ დროისთვის უკვე გარკვეულია, რომ დაკავებულ ტერორისტებს შორის, არის დაკავებული ქალი, რომელიც მოსკოვში ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ბოევიკების გეგმის მიხედვით, მას ქვეყანა ივლისის შუა რიცხვებში უნდა დაეტოვებინა. დაკავების დროს კი ქალი უკვე გამომშვიდობებული იყო ნათესავებთან", - აცხადებს წყარო.
მისვე თქმით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უშიშრობის სამსახური ტერიტორიების დაჯგუფებაზე მობილური ტელეფონების მოსმენით გავიდა, რომლითაც გეგმავდნენ ტერაქტს.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტული დაჯგუფების დაკვება 19 ივლისს მოხდა. დაკავებულია 6 ადამიანი, რომლთა ასაკი 15-დან 29 წლამდეა.