23 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 18 ობიექტის გასხვისებას შეეცდება. გასაყიდ ობიექტებს შორისაა: თბილისში, კოსტავას ქუჩა 14-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი. ობიექტს საწყისი ღირებულება 12 მლნ. დოლარია.
იყიდება ასევე, თბილისში, დაბა კოჯორში, გორკის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (ყოფილი მთაწმინდის რაიონის №13 ბაგა-ბაღის შენობა-ნაგებობები) და მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 600 ათასი დოლარი.
საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი და იყიდება თბილისში, უწერის ქუჩა №11-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასი 250 ათასი დოლარია.