საქართველოს ხელისუფლება 8 მილიონი აშშ დოლარის სესხის აღებას გეგმავს. რომელიც სოფლის მცხოვრებთა შემოსავლის გაზრდას უნდა მოხმარდეს. სესხის აღებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 2010 წლის 8 ივლისს დაიდო სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან.
აღნიშნულ ხელშეკრულებას ძალაში შესვლისათვსი სჭირდება პარლამენტის რატიფიცირება და შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულებას პარლამენტმა რატიფიცირება ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე უნდა გაუკეთოს.
საკითხი კი დღეს პარალმენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წარმოადგინა.
"სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი" ითვალისწინებს სოფლის მცხოვრებთა შემოსავლების გზაზრდას და აღნიშნული შეთანხმება დაფინანსების ფარგლებში დაახლოებით 8 მუილიონი აშშ დოლარის სესიხს გამოყოფას ითვალისწინებს", - განმარტა ნათია მიქელაძემ.
აღსანიშნავია რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტით დაგეგემილია სოფლად სალიზინგო ოპერაციების მხარდაჭერა და სოფლის მცირე მასშტაბიანი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ინვესტიციების განხორციელება.
აღსანიშნავია რომ სესხი გაიცემა საშუალო ვადიანი პირობებით რომლის დაფარვას უნდა მოხდეს 20 წლის განმავლობაში 5 წელი კი საშეღავათო პერიოდს წარმოადგენს.