ხვალიდან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის შერჩევითი კვლევის მონიტორინგს იწყებს.
მონიტორინგის მიზანია, საქსტატის სოფლის მეორნეობის შერჩევითი კვლევის ხარისხის გადამოწმება, ასევე საქსტატის ინტერვიუერების შემოწმება, კერძოდ, საველე სამუშაოების ჩატარების ხარისხის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
"საქსტატის" ინფორმაციით, მონიტორინგი უზრუნველყოფს სოფლის მეორნეობის სტატისტიკის სფეროში განსახორციელებელი კვლების საველე სამუშაოების წარმატებულად წარმართვას და მაღალი ხასრისხის პირველადი ინფორმაციის მოზიდვას.