დღეიდან ბაზარზე "საქართველოს ბანკმა" ახალი საკრედიტო ბარათი American Express Blue Card -ი გამოიტანა. "საქართველოს ბანკში", რომელიც ექსკლუზიურად ახდენს საქართველოში American Express ბარათების გამოშვებას და სავაჭრო ობიექტების American Express -ის ქსელში ჩართვას, აცხადებენ, რომ American Express Blue Card შეიქმნა იმ მომხმარებელთა მოთხოვნილებების საპასუხოდ, რომლებიც დაინერესებული არიან საკრედიტო ბარათით, რომელიც დააკმაყოფილებს მათ ფინანსურ საჭიროებებს და დაეხმარება მათ სულ უფრო მობილური ცხოვრების წესის მართვაში.
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით, American Express Blue Card მის მფლობელებს მაღალი ხარისხის ფინანსურ თავისუფლებას და არაერთ ბენეფიტს სთავაზობს. ბანკის მენეჯმენტის განცხადებით, ბარათის მფლობელები მიიღებენ 1% CASHBACK -ს (დახარჯული თანხის %-ის დაბრუნება) ყველა შენაძენზე და 0.5% CASHBACK -ს ბანკომატით ჩატარებულ ტრანზაქციებზე. ასევე შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ უფრო მაღალი CASHBACK -ი რჩეულ სავაჭრო ობიექტებში. CASHBACK -ის საერთო მოცულობაზე ლიმიტი არ არსებობს.
American Express Blue Card ბარათის მფლობელები, ასევე სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებით რესტორნების, სავაჭრო და დასვენების ობიექტებში, როგორც ადგილობრივად, ისე საქართველოს გარეთ, American Express SelectsTM პროგრამის მეშვეობით. ბარათის მფლობელები სარგებლობენ, საქართველოსთვის ერთადერთი, ბარათის არაავტორიზებული გამოყენების საწინააღმდეგო დაცვით, მაღაზიაში თუ ინტერნეტით ყიდვისას. ახალ საკრედიტო ბარათს აქვს განსხვავებული, ულტრათანამედროვე, ინოვაციური დიზაინი, რომელიც გამოარჩევს მას, ბაზარზე არსებულ სხვა ბარათებს შორის.
"მოხარული ვართ შევთავაზოთ მომხმარებელს ახალი საკრედიტო ბარათი, რომელიც, დარწმუნებული ვართ, მოწონებას დაიმსახურებს როგორც არსებული, ისე პოტენციური ახალი მომხმარებლის მხრიდან. American Express Blue Card -ს აჰყავს მომსახურება კიდევ უფრო მაღალ დონეზე, სთავაზობს რა მომხმარებლებს არსებით ფინანსურ მოქნილობას და საშუალებას მიიღონ ჩAშHBAჩK ბარათის ყოველი გამოყენებისას. უნიკალური გამჭვირვალე დიზაინი, ბარათს მიმზიდველს ხდის და ხაზს უსვავს იმ აშკარა უპირატესობებს, რომლებიც უპასუხებენ ჩვენს ფინანსურად გაცნობიერებულ მომხმარებელს. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ბრენდთან თანამშრომლობით, "საქართველოს ბანკი" სთავაზობს მის მომხმარებელს საკრედიტო პროდუქტს, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ექსკლუზიურ შეთავაზებებს ადგილობრივად და საზღვარგარეთ. American Express Blue Card -ის გამოშვების ექსკლუზიური უფლება, კიდევ უფრო გაზრდის "საქართველოს ბანკის" კონკურენტულ უპირატესობას საკრედიტო ბარათების სეგმენტში", განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
"ჩვენ გვეამაყება, რომ დავამყარეთ პარტნიორობა "საქართველოს ბანკთან" და ვთავაზობთ საქართველოს ბაზარს ამ გამორჩეულ ახალ ბარათს. Blue Card -ის ბენეფიტები, როგორიცაა CASHBACK და ბარათის უნიკალური დიზაინი, უპასუხებს "საქართველოს ბანკის" სულ უფრო მზარდი მომხმარებლის რიცხვს, რომლებიც ეძებენ ინოვაციურ, ახალ საკრედიტო პროდუქტს, რომელიც მათ ცხოვრების სტილის მართვაში დაეხმარებათ", განაცხადა American Express Global Network Services ს-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბიზნესის განვითარების დარგში, ალექს ფურბერმა.
American Express Blue Card, რომლის გამოშვებაც "საქართველოს ბანკმა" დღეიდან დაიწყო, მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე ინოვაციურ ბენეფიტსა და მომსახურებას, ისევე როგორც, მსოფლიოს მასშტაბით American Express -ის ბრენდთან და პროუდქტებთან დაკავშირებულ არაერთ ძირითად სარგებელს.
American Express Blue Card -ს აქვს ულტრათანამედროვე დიზაინი- გამჭვირვალე პლასტიკი ჰოლოგრაფიული ჩანართით. პლასტიკის ტრანსპარენტულობა გამოარჩევს Blue Card -ს ბაზარზე არსებულ სხვა საკრედიტო ბარათებს შორის. ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან სპეციალურად შერჩეული ობიექტებისგან შემდგარ გლობალურ ქსელში Aმერიცან Express Selects Program. Selects Program -ში გაერთიანებულ ობიექტებს აქვთ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები American Express ბარათების მფლობელთათვის. ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობენ საქართველოში არსებული ყვლაზე პოპულარული რესტორნები, მაღაზიები და ათასობით ობიექტი მსოფლიოს მასშტაბით.
თუკი ადგილი ექნება ისეთ იშვიათ შემთხვევას, როგორიცაა ბარათის არაავტორიზებული გამოყენება მაღაზიასა თუ ინტერნეტის მეშვეობით, ბარათის მფლობელს დაუბრუნდება სრული თანხა.
American Express Blue Card ბარათები სთავაზობენ მაღალ საკრედიტო ლიმიტს და 55 დღიან უპროცენტო კრედიტს, საყიდლებსა და ნაღდი ფულის გამოტანისას, რაც საშუალებას აძლევს ბარათის მფლობელებს, დროის განმავლობაში, მთლიანად დაფარონ მათი ბალანსი. ბარათი ფართოდ გამოიყენება საქართველოს რესტორნებში, სასტუმროებსა და მაღაზიებში, ისევე როგორც ყოველდღიური მოხმარების საგნების ობიექტებში. ამასთან ერთად, ბარათის მფლობელთათვის ხელმისაწვდომია ნაღდი ფული "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ბანკომატში და 800,000-ზე მეტ ბანკომატში მსოფლიოს მასშტაბით.