23 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აზერბაიჯანს ესტუმრება. პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისი კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები განიხილება.
განსახილველ საკითხებს შორისაა ის თემები რაზეც აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ბათუმში შეათანხმეს.
ორმხრივ შეხვედრაზე განხილება აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების საკითხი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა და რუსთავი-ბაქოს ავტობანისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური აზერბაიჯანის პრემერ-მინისტრსაც შეხვდება.