დღეიდან, 20 ივლისიდან, ფესტივალი "არტ-გენი 2010" გადაინაცვლებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის წარმოდგენები და ტრადიციული ქართული თამაშობანი, ხალხური ფოლკლორული ანსამბლები რეგიონებიდან და თანამედროვე ქართული ჯგუფების კონცერტები.
12:00-20:00 საათებში გაიმართება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-18:00 წლებში იგეგმება მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი. 18:00-21:00 _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: მცხეთა-მთიანეთი: ახალგორის ანსამბლი "ლომისი"; ყაზბეგის ანსამბლი "დიდებაი", "ჯვარული"; დუშეთის ანსამბლი "არაგველები"; გელა დაიაური; გოგოჭურების ანსამბლი; იმერეთი: ქუთაისის ანსამბლი "ადილა"; ზესტაფონის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ძმები", ხონის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "იმერი"; საჩხერის რაიონი: ქალთა ანსამბლი "ციცინათელა", ვაჟთა ანსამბლი "სულიკო", სოფელ კორბოულის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ლაშქრული", ტყიბულის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ცხრაჯვარი", წყალტუბოს უხუცესთა ანსამბლი "ნადური"; სამეგრელო: ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ჩელა". სენაკის ანსამბლი "გოგალაი". ბავშვთა ფოლკოლორული ანსამბლი "ცაშკიბული"; უხუცესთა ანსამბლი "ჩხოროწყუ"; ვანის რაიონი; 21:00-23:00 საღამოს კონცერტი; რობი კუხიანიძე და "აუთსაიდერი", საღამოს დაასრულებს "MarksheiderKints" -ი (ჯგუფი სანქტ პეტერბურგიდან).