იანვარ-ივნისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი სისტემის ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე გამოყოფილი 2 მლნ. 166 ათასი ლარიდან 2 მლნ. 109 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც გეგმის 97,4 პროცენტია.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატისთვის 2010 წლის ორ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 543,8 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ - 515 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 94,7 პროცენტია.
სამინისტროს აპარატისთვის საანგარიშო პერიოდში ხარჯების დაფინანსებამ 496,6 ათასი ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივების დაფინანსებამ - 18,4 ათასი ლარი შეადგინა.
ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ფარგლებში შრომის ანაზღაურებაზე მიმართულმა სახსრებმა 380,4 ათასი ლარი, საქონელზე და მომსახურებაზე - 115,9 ათასი ლარი, ხოლო სოციალურ უზრუნველყოფაზე - 0,3 ათასი ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში 2010 წლის ორ კვარტალში ბიუჯეტით გამოყოფილმა ასიგნებებმა 1 მლნ. 322 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ 1 მლნ. 305 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 98,7 პროცენტია.