დღეს, ბათუმში სასტუმრო "შერატონში" სურსათის უვნებლობის მართვის სტანდარტებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებს ინფორმაცია მიეწოდათ საკვების უვნებლობის მართვისა და ხარისხის მართვის სისტემების შესახებ.
შეხვედრის ორგანიზატორ, საკონსულტაციო კომპანია "ინტეგრირებული მენეჯმენტის ჯგუფი"(IMG). განცხადებით მზგავსი სემინარები მეწარმეებს დაეხმარება მინიმუმამდე დაიყვანონ შესაძლო რისკები საკვების წარმოებაში და გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის ეფექტური მართვა.