ქრისტიან-დემოკრატები საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გაავრცელეს შეთანხმებით მიღებული განცხადება ახალი კონსტიტუციის მიღების და განხილვის საკითხთან დაკავშირებით. თუმცა გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ამ განცხადებაში არ არის ასახული "ქრისტიან-დემოკრატების" დათქმა, რა პირობითაც ამ პარტიამ მოაწერა ხელი ოპოზიციის შეთანხმებებს.
"ჩვენ ხელი მოვაწერეთ განცხადებას იმ პირობით, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცონ მოწვევის პარალმენტმაც და მომავალი მოწმვევის პარლამენტმაც. ამ განცხადებაში კი ამ მოწვევის პარლამენტზე არაფერია ნათქვამი. ჩვენ კინ მიგვაჩნია, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა დაიწყოს და შემდეგმა დაამტკიცოს" ,- აცხადებს გიორგი ახვლედიანი.
წინააღმდეგ შემთხვევაშიმ მისი განცხადებით, თუ ახალი კონსტიტუციის მიღება მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტზე იქნება დამოკიდებული საპარლამენტო უმრავლესობა აუცილებლად შეეცდება პროექტის საკუთარ თავზე მორგებას.
გარდა ამისა, ახვლედიანი აცხადებს, რომ ქვეყნის წყობის ფორმა უნდა განსაზღვროს თავად ხალხამა და ამ საკითხზე მინიმუმ პლებისციტი უნდა ჩატარდეს.