ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის გამო რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეების დააკავეს.
"სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტ ლოპანის რაიონში რუსეთის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
ალიკ სამხარაძე იურის ძე, სამხარაძე ბესიკ იურის ძე, კალატოზიშვილის ნიკოლოზ შაქროს ძე, ლაბაძე რამაზ პეტრეს ძე, ლაბაძე იამზე პეტრეს ასული, 1978 ხომასურიძე ნარგიზა არსენის ასული. ისინი ცდილობდნენ ავტომობილით სამხრეთ ოსეთიდან ქარელის რაიონში საკონტროლო პუნქტს გვერდის ავლით გადასულიყვნენ", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულები რუსმა ოკუპანტებმა ოს სეპარატისტებს გადასცეს.
"ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ ქალები - ხომასურიძე ნარგიზა და იამზე ლაბაძე, რომელსაც საზღვრს გადაკვეთისას სამი წლის ბავშვიც ახლდა თან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს და იგი ამჟამად სამხრეთ ოსეთში არსებულ თავის ნათესავებთან იმყოფება", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები ამჟამად დაკავებულები არიან. მიმდინარეობს გამოძიება. "საქმე გადაიცემა სასამართლოში".