მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის გამო ბრიტანული ნავთობის კომპანია BP-ის ხარჯებმა, შესაძლოა, 4 მლრდ დოლარს მიაღწიოს.
აღნიშნული თანხა მოიცავს კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის ღირებულებას, დამატებითი ჭაბურღილების ღირებულებას და მათ ჰერმატიზაციას, მოსაზღვრე ქვეყნების გრანტებსა და სასარჩელო გადასახადებს. დაზარალებულებმა კომპანიას უკევ წაუყენეს 116 ათასი სარჩელი, მათგან კომპანიამ 65 500 უკვე დააკმაყოფილა და 207 მლნ დოლარი გადაუხადა.
ამ დღეებში ინჟინრებმა მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შემთხვევები კვლავ აღმოაჩინეს. მანამდე BP აცხადებდა, რომ ახალი დამცავი სახურავის შედეგად ნავთობის ჩადინება შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის პლატფორმა მექსიკის ყურეში ლუიზიანას შტატის მახლობლად ჩაიძირა. კატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევამ ამერიკის შტატებს ლუიზიანს, ალაბამას, მისისიპის, ფლორიდისა და ტეხასის შტატებს უდიდესი ზიანი მიაყენა. ნავთობის ჩაღვრა ამ დრომდე გრძელდება და რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება. მექსიკის ყურის ინციდენტი აშშ-ში უდიდეს კატასტროფად სახელდება.