დღეს 19 ივლისს, 14:00 საათზე, განათლების სამინსტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან ირაკლი პეტრიაშვილთან სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე და მომავალ გეგმებზე იმუშავებენ.
პროფკავშირების თავმდჯომარე ირაკლი პეტრიაშვილი განათლების პროფკავშირში არსებულ ცვლილებებზე გააკეთებს განცხადებას. განათლების პროფკავშირს მანანა ღურჭუმელიძის ნაცვლად საარჩევნო ყრილობამდე სპეციალური კომისია უხელმძღვანელებს, რომლის სათავეშიც ირაკლი პეტრიაშვილი იქნება. განათლების სისტემაში არსებული ვითარების განხილვაში პროფკავშირების თავმდჯომარე აქტიურად სწორედ ამ ცვლილების გამო ერთვება.