18 ივლისს ძიუდოს აკადემიის მთავარ დარბაზში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელიც 3 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ტურნირის ბოლო დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 95, 105 და მძიმე წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საბოლოოდ გუნდური პირველი ადგილი აჭარელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს.
საქართველოს ჭაბუკთა რეკორდი გაუმჯობესდა მძიმე წონით კატეგორიაში, სადაც ამ ასაკში ევროპის ჩემპიონმა, 16 წლის ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 348 ქულა მოაგროვა და ახალი რეკორდი დაამყარა.