ხვალ, 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი ბუნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
პრესკონფერენციაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამრე გია გვაზავა ისაუბრებს თემაზე "ომის შედეგები გარემოზე" და ასევე სოჭის 2014 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით აფხაზეთის ეკოლოგიური კატასტროფის უახლეს მასალებსაც გაახმაურებს.