ევროკომისიის მონიტორები დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყობის საკითხს დადებითად აფასებენ. აღნიშნული საკითხის განხილვა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაწილეობით დღეს მოხდა. ზოგადი დასკვნით: "დევნილთა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დანერგვის პროცესი დადებითად შესრულდა, მნიშვნელოვანი პროგრესია გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხში."
ევრომონიტორების 2009 წლის შეფასებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს 400 კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა, რომელიც 50 000 დევნილს მოიცავს. ამჟამად რეაბილიტირებულია (ან პროცესი გრძელდება) 285 კოლექტიურ ცენტრში. კომისიამ სტრატეგია ამბიციურად ჩათვალა და აღნიშნა, რომ აღნიშნულია მიუხედავად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულეს.
რეაბილიტირებული სახლები დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ. ამ ეტაპისთვის, საკუთრებაში გადაცემის კონტრაქტს ხელი 6,049-მა დევნილმა მოაწერა. საჯარო რეესტრის მოწმობა კი 2, 924-მა ოჯახმა მიიღო. პროცესი დღემდე გრძელდება.