ზიმბაბვეში გარდამავალი მთავრობა შეიქმნება. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ემერსონ მნანგაგვამ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციასა და სამხედროებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. გარდამავალი მთავრობა ქვეყნის სათავეში 5 წლის განმავლობაში იქნება. მინისტრთა კაბინეტს ოპოზიცია დააკომპლექტებს. რაც შეეხება პრეზიდენტ მუგაბეს, ის ამ დრომდე შინაპატიმრობაში იმოფება. გადადგომის შესახებ მას განცხადება არ გაუკეთებია.