პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის მეუღლე ჟურნალისტებმა ლონდონში შეამჩნიეს. ამის შესახებ გამოცემა Page Six იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯინა ჩაპმანს ქორწინების ბეჭედი არ ეკეთა.
მას შემდეგ, რაც ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობასა და შეურაცხყოფაში 50-ზე მეტმა ქალმა დაადანასაულა, ჯორჯინა კამერების წინ გამოჩენას თავს არიდებს. მანამდე მან განაცხადა, რომ სექსუალური სკანდალის გამო ქმარს შორდება.