კანადის პრემიერ-მინისტრმა ფილიპინელი ქალბატონები მოხიბლა. მანილაში აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე ჩასული ჯასტინ ტრიუდო „გრეით ვუმინ პროჯექტის“ მონაწილეებს შეხვდა, რომელიც დახმარებას დამწყებ ბიზნესმენ ქალებს უწევს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ქალბატონმა კანადის პრემიერს სთხოვა, მისთვის ლოყაზე ეკოცნა. ტრიუდომ მას თხოვნა შეუსრულა. ამის შემდეგ მასთან ჩახუტებისა და კოცნის სურვილი დარბაზში მყოფ ყველა ქალბატონს გაუჩნდა.