კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა ალცჰაიმერის დაავადების შესასწავლად 100 მილიონი დოლარი გამოჰყო. თანხის ნახევარს ის უახლოეს პერიოდში სპეციალურ ფონდში გადარიცხავს, რომელიც ტვინის პათოლოგიების კვლევებს აფინანსებს. რაც შეეხება დარჩენილ 50 მილიონ დოლარს, თანხა დამწყები სპეციალისტებისთვის გამოიყოფა, რომლებიც დაავადების მკურნალობის მეთოდებზე მუშაობენ.