კატალონიის ყოფილი ლიდერი მზადაა კრიზისიდან გამოსვლის ნებისმიერი გზა განიხილოს, მათ შორის, ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის ვარიანტიც. ამის შესახებ კარლეს პუჩდემონმა გერმანულ გამოცემა „ველტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„კრიზისის მოგვარება რადიკალური ზომების გარეშეც შეიძლებოდა, მაგრამ კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმებით მადრიდმა ვითარება გაამწვავა. მე ყოველთვის მზად ვიყავი მადრიდთან მოლაპარაკებისთვის,“-აღნიშნა პუჩდემონმა.