ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ ამერიკის ბიურო უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა. ამერიკულმა ხელისუფლებამ რუსულ მედიასაშუალებას რეგისტრირება 13 ივნისს, „უცხოეთის აგენტის რეგისტრირების აქტის“ შესაბამისად მოსთხოვა. ახალი რეგულაციით, რუსულმა ტელეკომპანიამ ამერიკის ხელისუფლებას კონტაქტებსა და შემოსავლებზე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.