ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთი საგანგებო გზავნილით მიმართა. ლონდონ სიტის ლორდ-მერის მიერ მოწყობილ ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას ტერეზა მეიმ მოსკოვი საერთაშორისო წესრიგისა და ევროპული დემოკრატიული რეჟიმების დარღვევის მცდელობაში დაადანაშულა. მეიმ იმედი გამოთქვა, რუსეთი ოდესმე სხვა გზას აირჩევს და გახდება ქვეყანა, რომელიც წესების დაცვით იმოქმედებს.