14 ნოემბერი ირანის ხელისუფლებამ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემად გლოვის დღედ გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, ირანსა და ერაყში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 457-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა კი 7 ათასს აჭარბებს. 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვარზე 12 ნოემბერს მოხდა. მიწისძვეშა ბიძგებმა ნგრევა გამოიწვია. დაზიანდა რამდენიმე ისტორიული ძეგლიც.