რუსეთს შეუძლია ჩრდილოეთ კორეის, სირიის, უკრაინისა და ტერორიზმის პრობლემის გადაჭრაში დახმარება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა.
მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობები, ვაშინგტონს მხოლოდ წაადგება და ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ის ქვეყანას ვნებს.
მან ასევე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ექსსახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
„ახსოვს კი „ყალბ მედიას“, თუ როგორ ეხვეწებოდა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთს მეგობრობას, იმ ცნობილი „გადატვირთვის“ ღილაკით? ობამაც სცადა, მაგრამ პუტინთან არაფერი გამოუვიდა“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.