კიმ ჩენ ინმა მოხუცი მიწოდა, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ კიმ ჩენ ინი დაბალი და მსუქანია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის გვერდზე დაწერა. დონალდ ტრამპმა ამასთანავე კიმ ჩენ ინთან “დამეგობრება არ გამორიცხა“
ვიეტნამის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ შესანიშნავი მედიატორია და აზიელ ლიდერებს სამხრეთ ჩინეთის გარშემო დავის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.
ტაივანში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, ის და კიმ ჩენ ინი მართლაც დამეგობრდნენ, რაზეც აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს უცნაური იქნებოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს.